ნიგერიაში, მებრძოლებმა სკოლიდან 200 მოსწავლე გაიტაცეს

საქართველო, თბილისი - 11:03 | 31.05.2021
ნანახია: 493

ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა სკოლიდან 200 მოსწავლე გაიტაცეს, დაიღუპა ერთი ადამიანი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მებრძოლები სკოლას ნიგერის შტატის ქალაქ ტეგინაში გუშინ დაესხნენ. სროლის შედეგად დაიჭრა ორი ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, მეორე დაჭრილის მდგომარეობა კი მძიმეა. ნიგერის შტატის ხელისუფლებამ თავდასხმის ფაქტი დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ გატაცებულთა რაოდენობა დაზუსტებული არ არის.

ნიგერიაში, სკოლიდან ეს პირველი გატაცება არ არის. გატაცებულთა გათავისუფლების სანაცვლოდ თავდამსხმელები ხშირად გამოსასყიდს ითხოვენ. აპრილში ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან 14 სტუდენტი გაიტაცეს, რომლებიც ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე