Times: ბრიტანეთს, უხანის ლაბორატორიიდან კორონავირუსის გავრცელების ვერსია შესაძლებლად მიაჩნია

საქართველო, თბილისი - 14:40 | 30.05.2021
ნანახია: 902

ბრიტანეთი კორონავირუს SARS-CoV-2-ის ლაბორატორიიდან გაჟონვის შესაძლებლობას ახლა უკვე არ გამორიცხავს. წერს გაზეთი Times წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, მანამდე დასავლეთის და მათ შორის ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურები ასეთ ვერსიას ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევდნენ. თუმცა დღეს შეფასებები გადაიხედა. ბრიტანელი პროფესორი ანგუს დალგლიში და ნორვეგიელი ვირუსოლოგი ბირგერ სორენსენი აცხადებდნენ, რომ მათ აქვთ მტკიცებულება კორონავირუსის ხელოვნური წარმოშობის შესახებ.

მათი მტკიცებით, ჩინელმა მეცნიერებმა SARS-CoV-2 უხანის ლაბორატორიაში შეიმუშავეს. შემდეგ კი შეეცადნენ კვალის წაშლას, რათა ყველანაირად დადადსტურებულიყო ვირუსის ბუნებრივი წარმოშობის ფაქტი.

ცოტა ხნის წინ გამოცემა Telegraph მაღალი რანგის ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები თანამშრომლობენ აშშ-სთან კორონავირუსის  ლაბორატორიული წარმოშობის გამოძიების საქმეში. მანამდე თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავარიის გამო კორონავირუსის გავრცელების ვერსია სამეცნიერო ლაბორატორიიდან არ გამორიცხა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მარტში გამოაქვეყნა უხანის ლაბორატორიაში წარგზავნილი საერთაშორისო ექსპერტების ანგარიშის სრული ვერსია. ანგარიშის თანახმად, SARS-CoV-2-ის გაჟონვა ლაბორატორიიდან უკიდურესად ნაკლებსავარაუდო იყო.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ კორონავირუსი შესაძლოა, ადამიანს ღამურისგან სხვა ცხოველის საშუალებით გადასდებოდა.

პეკინი უხანის ლაბორატორიიდან ვირუსის გავრცელების ვერსიას კატეგორიულად უარყოფს.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე