ვიეტნამში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 23:46 | 29.05.2021
ნანახია: 584

ვიეტნამში აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ახალი შტამი აქამდე აღმოჩენილი ინდური და ბრიტანული შტამების ჰიბრიდული ვარიანტია.

ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრმა ახლადაღმოჩენილი შტამი შეაფასა როგორც "საშიში" და განაცხადა, რომ ის ჰაერში ვრცელდება, კიდევ უფრო სწრაფად, ვიდრე ადრე აღმოჩენილი შტამები.

მისი თქმით, სავარუდოდ, სწორედ ახალ შტამს უნდა უკავშირდებოდეს ბოლო დროს ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების მკვეთრი ზრდა.

ვიეტნამის განცხადებას ახალი შტამის აღმოჩენის შესახებ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ დროისთვის კორონავირუსის 4 სხვადასხვა შტამს აღწერს - ბრიტანეთში, ინდოეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილ შტამებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე