ქუთაისში, საქართველოს დიდი ათის ნახევარფინალი რაგბიში, მსაჯების პროტესტის გამო ჩაიშალა

საქართველო, თბილისი - 16:41 | 29.05.2021
ნანახია: 780

ქუთაისში, საქართველოს დიდი ათის ნახევარფინალი რაგბიში ჩაიშალა. მიზეზი მსაჯების პროტესტი გახდა. მოედანზე ერთმანეთს ქუთაისის "აია" და ბოლნისის "ყოჩები" უნდა დაპირისპირებოდნენ, თუმცა თამაშზე მსაჯები არ გამოცხადდნენ.

როგორც ირკვევა, მსაჯების პროტესტი ერთ-ერთ თამაშზე მომხდარი ინციდენტს უკავშირდება, რა დროსაც მსაჯს მორაგბემ შეურაცხყოფა მიაყენა.

ამ დროისთვის უცნობია, როდისთვის გადაიდო თამაში.

მანამდე მატჩი ჩაიშალა ბათუმშიც. თბილისის აკადემიასა და ბათუმის ბათუმს შორის დაგეგმილი ნახევარფინალური შეხვედრა, ასევე მსაჯების გაფიცვის გამო არ შედგა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე