კონგოში კიდევ ერთი ვულკანი ამოიფრქვა

საქართველო, თბილისი - 15:16 | 29.05.2021
ნანახია: 531

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კიდევ ერთი ვულკანი ამოიფრქვა.

ვულკანი მდებარეობს ქალაქ გომის რაიონში, ვულკან ნიირაგონგოს სიახლოვეს, რომლის ამოფრქვევის შედეგად გასულ კვირას 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  

კონგოს მთავრობის წარმომადგენელმა სააგენტო ფრანს პრესს განუცხადა, რომ ვულკანმა მურარამ ამოფრქვევა დაიწყო, რომელსაც ყურადღებით აკვირდებიან.

გასულ კვირას კონგოში, ქალაქ გომის მახლობლად ნიირაგონგოს ვულკანი ამოიფრქვა. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად რაიონში დაფიქსირდა ათზე მეტი მიწისძვრა.  

ნიირაგონგოს ამოფრქვევის შედეგად დაიღუპა 30-ზე მეტი ადამიანი. 40 კი დაიკარგა. 20 ათასზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

ვულკანი ნიირაგონგო ბოლოს 2002 წლის იანვარში ამოიფრქვა. მაშინ 250-მდე ადამიანი დაიღუპა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე