ძნელი დასაჯერებელია, რომ ბელარუსს მსგავსი რამ რუსეთის გარეშე გაეკეთებინა - სტოლტენბერგი, მინსკში, Ryanair-ის თვითმფრინავთან დაკავშირებულ ინციდენტზე

საქართველო, თბილისი - 14:46 | 29.05.2021
ნანახია: 711

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთს კავშირი უნდა ჰქონდეს, 23 მაისის სკანდალთან, როდესაც ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი ბელარუსის პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმმა მინსკის აეროპორტში იძულებით დასვა.

„ჩვეთვის ცნობილია, თუ რა მჭიდრო კავშირი არსებობს რუსეთსა და ბელარუსს შორის და ამიტომ ძნელი დასაჯერებელია, რომ მინსკის რეჟიმს მსგავსი რამ რუსეთთან კოორდინაციის გარეშე გაეკეთებინა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ტელეარხ Sky News-სთან ინტერვიუში.

23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, მინსკში დაჯდომა აიძულეს.

ბორტზე ოპოზიციონერი ჟურნალისტი, Telegram-არხის Nexta-ს დამფუძნებელი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. რომელიც ბელარუსის ხელისუფლებამ დააკავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე