ბელარუსმა რიგის მერისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

საქართველო, თბილისი - 20:11 | 28.05.2021
ნანახია: 471

ბელარუსის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი შვედმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა რიგის მერის მარტინშ სტაკისისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარ რინკევიჩის წინააღმდეგ. საქმე ეხება ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე ბელარუსის სახელმწიფო დროშასთან დაკავშირებულ ინციდენტს.

ცოტა ხნის წინ სტაკისმა განაცხადა, რომ ჰოკეის ჩემპიონატზე სხვა მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო დროშებთან ერთად ბელარუსის სახელმწიფო დროშის ნაცვლად, ბელარუსის ოპოზიციის მხარდაჭერის ნიშნად თეთრ-წითელი ფერის დროშა აღმართეს. ეს მას შემდგ მოხდა, რაც ბელარუსის ხელისუფლებამ Ryanair-ის თვითმფრინავი მინსკში იძულებით დასვა და ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავა.

ამის შემდეგ ბელარუსმა ლატვიელი დიპლომატები გააძევა, რასაც ლატვიის მხრიდან ბელარუსი დიპლომატების გაძევება მოჰყვა.

23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, მინსკში დაჯდომა აიძულეს.

ბორტზე ოპოზიციონერი ჟურნალისტი, Telegram-არხის Nexta-ს დამფუძნებელი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. რომელიც ბელარუსის ხელისუფლებამ დააკავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე