ლიეტუვამ ორი ბელარუსი დიპლომატი გააძევა

საქართველო, თბილისი - 18:00 | 28.05.2021
ნანახია: 589

ვილნიუსმა ორი ბელარუსი დიპლომატი პერსონა ნო  გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.

„ლიეტუვამ ბელარუსის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ისინი ეწეოდნენ ისეთ საქმიანობას, რომელიც მათი დიპლომატიური სტატუსისთვის შეუფერებელია. ამასთან, ამ გადაწყვეტილებით ლიეტუვა ადასტურებს მხარდაჭერას ლატვიის მიმართ, ბელარუსის მიერ ლატვიის საელჩოს თანამშრომლების გაძევების ფონზე“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ბელარუსმა დიპლომატებმა ლიეტუვა შვიდი დღის განმავლობაში უნდა დატოვონ.ლიეტუვის საგარეო უწყებამ ასევე პროტესტი გამოთქვა ბელარუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტის რომან პროტასევიჩისა და მის მეგობარი ქალის სოფია საპეგის დაკავების გამო.

ცოტა ხნის წინ ბელარუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო ლატვიამაც. 24 მაისს ლატვიის დედაქალაქში ჰოკეის ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნების დროშებს შორის ბელარუსის სახელმწიფო დროშის ნაცვლად, ბელარუსის ოპოზიციის სოლიდარობის ნიშნად თეთრ-წითელი დროშა აღმართეს. ამის შემდეგ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ლატვიის ელჩი, რომელსაც 24 საათში ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს. ქვეყნიდან ასევე გააძევეს ლატვიის საელჩოს სხვა დიპლომატებიც.

ამის საპასუხოდ, ლატვიამ ქვეყნიდან ბელარუსი დიპლომატები გააძევა.

23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, მინსკში დაჯდომა აიძულეს.

ბორტზე ოპოზიციონერი ჟურნალისტი, Telegram-არხის Nexta-ს დამფუძნებელი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. რომელიც ბელარუსის ხელისუფლებამ დააკავა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე