ევროკავშირი სირიის საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს

საქართველო, თბილისი - 11:42 | 28.05.2021
ნანახია: 503

ევროკავშირი სირიის საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს არ აღიარებს. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელიმ განაცხადა.

მისი თქმით, სირიაში ჩატარებული არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი და ის არ შეუწყობს ხელს სირიაში მრავალწლიანი კონფლიქტის დარეგულირებას.

სირიის საპრეზიდენტო არჩევნები გააკრიტიკეს შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

სირიის საპრეზიდენტო არჩევნებში, გამარჯვებულად დიქტატორული რეჟიმის მოქმედი ლიდერი, ბაშარ ალ ასადი გამოცხადდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ასადმა ხმების 95.1% მიიღო. დიქტატორის გარდა, საპრეზდიენტო არჩევნებში კიდევ ორი კანდიდატი მონაწილეობდა.

საპრეზიდენტო არჩევნები სირიაში 26 მაისს გაიმართა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე