სირიის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ბაშარ ასადი გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 10:53 | 28.05.2021
ნანახია: 605

სირიის საპრეზიდენტო არჩევნებში, გამარჯვებულად დიქტატორული რეჟიმის მოქმედი ლიდერი, ბაშარ ალ ასადი გამოცხადდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ასადმა ხმების 95.1% მიიღო. დიქტატორის გარდა, საპრეზდიენტო არჩევნებში კიდევ ორი კანდიდატი მონაწილეობდა.

საპრეზიდენტო არჩევნები სირიაში 26 მაისს გაიმართა.

სირიის უმაღლესმა საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნებში 51 მსურველიდან მხოლოდ 3 კანდიდატი დაარეგისტრირა - ბაშარ ალ ასადი, მაჰმუდ მარეი - დემოკრატიული არაბული სოციალისტური კავშირიდან, აბდულა აბდულა - სოციალისტური კავშირის წარმომადგენელი.

სირიის კანონმდებლობით პრეზიდენტობისთვის აუცილებელია, კანდიდატი იყოს 40 წელს მიღწეული მუსლიმი და არ ჰქონდეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე