თინათინ ხიდაშელი: აზერბაიჯანი და თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან

საქართველო, თბილისი - 10:53 | 02.02.2016
ნანახია: 1575

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს აზერბაიჯანსა და თურქეთთან თანამშრომლობაზე დაუსვეს შეკითხვა.

„აზერბაიჯანი და თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან. თურქეთი ნატოს წევრი მეზობელი ქვეყანაა და ეს კიდევ უფრო აღრმავებს და აძლიერეს ჩვენ შორის ურთიერთობას. საქართველო მადლიერია ყველა იმ მხარდაჭერისა და დახმარების, რასაც თურქეთის მხარე სთავაზობს პოლიტიკურ დონეზე, მინისტერიალებისა და სამიტების კუთხით. საქართველოს დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება. გასულ წელს, ივნისში, თბილისში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ ჩვენმა მეზობლებმა დიდი მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს, მათ შორის პირველი თურქეთი იყო. ჩვენ ამისთვის ძალიან მადლიერები ვართ,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა ბრიფინგზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე