Google მზის ენერგიაზე მომუშავე უპილიოტო საფრენ აპარატებს 5G-ის გაშვებისთვის გამოიყენებს

საქართველო, თბილისი - 10:38 | 02.02.2016
ნანახია: 1390

Google მზის ენერგიაზე მომუშავე უპილიოტო საფრენ აპარატებს 5G-ის გაშვებისთვის გამოიყენებს. უნდა აღინიშნოს, რომ 5G-ი ქსელის მეშვეობით ინტერნეტის სიჩქარე 4G-თან შედარებით 40-ჯერ გაიზრდება, იტყობინება The Guardian.

გამოცემის ინფორმაციითვე, პროგრამისთვის კოდური სახელწოდებით SkyBender-ი, უპილოტოების გამოცდა უკვე დაიწყო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Google-მა თავის დროზე მზის ბატარეებზე მომუშავე უპილოტიო საფრენი აპარატების მწარმოებელი კომპანია Titan Aerospace შეიძინა.

კორპორაციის საკუთრებაშია ასევე 5G-ი ტექნოლოგიის შემქმნელი კომპანია Alpental Technologies-იც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე