მექსიკამ სელფისთვის გადასახადი დააწესა

საქართველო, თბილისი - 10:23 | 02.02.2016
ნანახია: 1258

მექსიკაში, ტულუმის ეროვნულ პარკმა, რომელსაც ყოველწლიურად 2 მლნ ტურისტი აკითხავს, სელფის გადაღებისთვის სპეციალური გადასახადი დააწესა.

როგორც The Daily Mail-ი წერს, პარკის ვიზიტორმა ბილეთთან ერთად, რომელიც 3,3 დოლარი ღირს ფოტოკამერიანი ტელეფონისათვის, დამატებით 2,5 დოლარი უნდა გადაიხადოს.

როგორც პარკის ერთ-ერთი გიდი განმარტავს, აღნიშნული გადასახადი ეხება, როგორც ტელეფონებს ასევე პლანშეტებს, ფოტოაპარატებს და კამერა GoPro-ს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე