პოლონეთმა თავის საჰაერო სივრცეში ბელარუსის თვითმფრინავებს ფრენა აუკრძალა

საქართველო, თბილისი - 20:42 | 26.05.2021
ნანახია: 1017

პოლონეთის ხელისუფლებამ ბელარუსის თვითმფრინავებს ქვეყნის საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა. ინფორმაციას პოლონეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი პიოტრ მიულერი ავრცელებს.

„მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება აიკრძალოს პოლონეთის საჰაერო სივრცეში ბელარუსი გადამზიდავების მიერ ექსპლუატირებული თვითმფრინავები. ეს სანქციების რეალიზაციის ელემენტია. რომელზეც ევროსაბჭოსთან საუბარი ჰქონდა პოლონეთის პრემიერ მინისტრ მათეუშ მორავეცკის“, - დაწერა მიულერმა  Twitter-ზე.

მორავეცკიმ ვიშეგრადული ჯგუფის (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი) სახელით ევროსაბჭოს წინადადებით მიმართა ბელარუსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის შესახებ, ვიდრე არ გათავისუფლდება Telegram-არხის Nexta-ს დამფუძნებელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი.

23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, მინსკში დაჯდომა აიძულეს.

ბორტზე რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. რომელიც ბელარუსის ხელისუფლებამ დააკავა.

ზოგიერთმა ავიაკომპანიამ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენაზე უარი თქვა. ევროკავშირი განიხილავს ბელაურისის ცაზე ყველე ევროპული ავიაკომპანიის ფრენებისა და ბელარუსსა და ევროკავშირს შორის სახმელეთო გადაზიდვების შეწყვეტის შესალებლობას განიხილავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე