დასავლეთის ნებისიერ სანქციაზე მკაცრი რეაგირება გვექნება - ალექსანდრ ლუკაშენკა

საქართველო, თბილისი - 14:02 | 26.05.2021
ნანახია: 724

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა დასავლეთს აფრთხილებს, რომ ნებისმიერ სანქციაზე მკაცრი რაეგირება ექნება.

„ნებისმიერ სანქციაზე, თავდასხმასა და პროვოკაციაზე მკაცრი რეაგირება გვექნება. არა იმიტომ, რომ დაპირისპრება გვინდა კონტინეტის ცენტრში, არამედ იმიტომ რომ თქვენ, მანდ, დასავლეთში სხვა არჩევანს არ გვიტოვებთ, დღეს უნდა შეგაჩეროთ, რადგან ხვალ შესაძლოა, გვიანი იყოს“, - განაცხადა ლუკაშენკამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, მინსკში დაჯდომა აიძულეს.

ბორტზე ოპოზიციონერი ჟურნალისტი, Telegram-არხის Nexta-ს დამფუძნებელი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. რომელიც ბელარუსის ხელისუფლებამ დააკავა.

ზოგიერთმა ავიაკომპანიამ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენაზე უარი თქვა. ევროკავშირი განიხილავს ბელაურისის ცაზე ყველე ევროპული ავიაკომპანიის ფრენებისა და ბელარუსსა და ევროკავშირს შორის სახმელეთო გადაზიდვების შეწყვეტის შესალებლობას განიხილავს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე