ბაიდენი და პუტინი ერთმანეთს, 16 ივნისს ჟენევაში შეხვდებიან

საქართველო, თბილისი - 19:02 | 25.05.2021
ნანახია: 895

შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს 16 ივნისს, ჟენევაში შეხვდებიან. ინფორმაციას ადასტურებენ თეთრ სახლსა და კრემლში.

ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ჯენ პსაკის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერის ერთ-ერთი სასაუბრო თემა, სავარაუდოდ იქნება ვაშინგტონისა და მოსკოვის თანამშრომლობა ბირთვული სტაბილურობის საკითხებში.

თავის მხრივ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შეხვედრის დეტალები ჯერ კიდევ შესათანხმებელია, თუმცა თემებს შორის, რომლებზეც სავარაუდოდ პრეზიდენტები იმსჯელებენ, შესაძლოა იყოს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის პერსპექტივები, სტრატეგიული სტაბილურობა, ასევე COVID-19-თან ბრძოლა და რეგიონალური კონფლიქტების დარეგულირება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე