ღარიბაშვილი: საქართველო მომავალშიც უპასუხებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს
საქართველო, თბილისი - 20:23 | 27.09.2015 ნანახია: 2154საქართველო მომავალშიც უპასუხებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს და შეასრულებს თავის ვალდებულებებს ქალთა უფლებებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდის საკითხებზე მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ღონისძიების მასპინძლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო, ქალთა უფლებებისა და ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის პრინციპების დაცვას ერთგულად ემსახურება.
„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გენდერულ თანასწორობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიისა და მდგრადი განვითარებისათვის. 1994 წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ კონვენციას ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ და ძალ-ღონეს არ ვიშურებთ მის განსახორციელებლად. 2011 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 2012-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის („ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“) განსახორციელებლად. 2013 წელს ჩვენ მივიღეთ 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, რასაც მოჰყვა 2014-2015 წლების გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მნიშვნელოვან მოვლენად დაასახელა 2014 წელს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება და ხელმოწერა სტამბოლის კონვენციაზე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო აცნობიერებს იმ სარგებელს, რომელიც მოაქვს ქალთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ეტაპზე.
„ჩემი მთავრობის მუშაობაში უდიდესი წვლილი შეაქვთ თავდაცვის, იუსტიციისა და განათლების ქალ მინისტრებს. ასევე ქალებს უკავიათ ისეთი საპასუხისმგებლო თანამდებობები, როგორიცაა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებამ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას. საქართველოში 2015 წელი აღინიშნება, როგორც ქალთა წელი. ჩვენ ვმუშაობთ ხსენებული სამოქმედო გეგმების განახლებაზე. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების სტრატეგიული ბაზის კიდევ უფრო გაუმჯობესებ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ 9-10 ნოემბერს საქართველო უმასპინძლებს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას ევროპის სამეზობლოში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე.
მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მომავალშიც გააგრძელებს გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ქალთა, მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეზოლუციის ეროვნული სამოქმედო გეგმების განახლებას, გადახალისებასა და მათი შემდგომი ფაზების შემუშავებას; ასევე, მოამზადებს გენდერული თანასწორობის ეროვნულ სტრატეგიას, რომელშიც ასახული იქნება მთავრობის გრძელვადიანი, სტრატეგიული ხედვა ამ საკითხებთან დაკავშირებით.
„ჩვენ გავაფართოებთ გენდერის ინსტიტუციურ მექანიზმებს, რისთვისაც ჩემი ხელმძღვანელობით შეიქმნება და შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფილი იქნება გენდერულ საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია. ჩვენ მომავალშიც განვაახლებთ ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას და განვახროციელებთ მის რეფორმირებას. დაგეგმილია ცვლილებების შეტანა საქართველოს შრომის კოდექსში, რათა მნიშვნელოვნად გაიზარდოს დასაქმებულ ქალთა უფლებების დაცვა. ჩვენ განვიხილავთ კანონს გენდერული თანასწორობის შესახებ, რათა დავუახლოვოთ გენდერული უთანასწორობის ფაქტებზე რეაგირების მექანიზმები ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რომელიც ახალახან მივიღეთ. გარდა ამისა, ჩვენ განვახორციელებთ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას და ცხოვრებაში გავატარებთ მას. ვითანამშრომლებთ განვითარებაზე მომუშავე პარტნიორებთან, გაეროსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ერთობლივად ვიმუშაოთ ადრეული ქორწინების საკითხზე. ამ მიზნით, ჩემს აპარატში შეიქმნება სპეციალური სექტორთაშორისი ჯგუფი; ჩვენ წამოვიწყებთ საინფორმაციო კამპანიებს ისეთ კონკრეტულ პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიცაა ქალთა და გოგონათა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა, ასევე ადრეულ ასაკში ქორწინებათა პრევენცია“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა იღწვის ისეთი მომავლისთვის, რომელშიც თანასწორობა და კეთილდღეობა კიდევ უფრო მაღალ დონეზე იქნება.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა