ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველო, თბილისი - 21:21 | 24.05.2021
ნანახია: 645

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით,  აღნიშნულ საკითხზე ზელენსკიმ მთავრობის წევრებთან ისაუბრა. პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილება  ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს უკავშირდება, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა. თვითმფრინავი ბელარუსის ხელისუფლებამ იძულებით დასვა ოპოზიციონერი ჟურნალისტის, Nexta-ის ყოფილი რედაქტორის რომან პროტასევიჩის დაკავების მიზნით.

„შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა მთავრობას დაავალა შეიმუშაონ გადაწყვეტილება უკრაინასა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებისა და უკრაინიდან და ჩვენ სახელმწიფოში ავიაფრენების განხორცილებისათვის ბელარუსის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გუშინ, 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, მინსკში დაჯდომა აიძულეს.

ბორტზე ოპოზიციონერი ჟურნალისტი, Telegram-არხის Nexta-ს დამფუძნებელი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. რომელიც ბელარუსის ხელისუფლებამ დააკავა.

ბელარუსის სახელისუფლებო მედიის ცნობით, თვითმფრინავი მინსკში ბორტზე არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე დასვეს. ჩხრეკის შედეგად, ბორტზე არავითარი ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოუჩენიათ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე