ლატვიამ ბელარუსის ელჩი და დიპლომატები გააძევა

საქართველო, თბილისი - 20:03 | 24.05.2021
ნანახია: 527

ლატვია ბელარუსის ელჩსა და საელჩოს ყველა წარმომადგენელს ქვეყნიდან აძევებს. ინფორმაციას - Reuters-ი ლატვიის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლატვიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბელარუსმა ქვეყნის დატოვება მოსთხოვა ლატვიის ელჩსა და სხვა დიპლომატებს.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ შესაბამისი გადწყვეტილება ლატვიის დედაქალაქ რიგაში ბელარუსის სახელმწიფო დროშის შურაცხყოფის გამო მიიღეს.

მანამდე, რიგის მერმა მარტინშ სტაკისმა განაცხადა, რომ  ლატვიის დედაქალაქში  ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას, ბელარუსის სახელმწიფო დროშის ნაცვალდ, აღმართეს თეთრი-წითელი ფერის დროშა, რომელსაც ბელარუსის ოპოზიცია იყენებს.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე