ადრე თუ გვიან კაცობრიობა აღმოჩნდება ახალი პანდემიის წინაშე, რომელიც უფრო სასიკვდილო იქნება - გებრეიესუსი

საქართველო, თბილისი - 18:26 | 24.05.2021
ნანახია: 914

ადრე თუ გვიან კაცობრიობა აღმოჩნდება ახალი პანდემიის წინაშე, რომელიც ახლანდელთან შედარებით გაცილებით საშიში იქნება. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

 „გაჩნდება ახალი ვირუსი, რომელიც უფრო გადამდები და სასიკვდილო იქნება, ვიდრე ახლანდელია“, - განაცხადა მან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 74-სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ვირუსებთან ბრძოლა ადასტურებს, რომ სახელმწიფოებმა ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ და არა შეეჯიბრონ. „ფაქტია, რომ ჩვენ ვდგავართ არჩევანის წინაშე: ვიმოქმედოთ ერთად ან ვიყოთ დაუცველები“, - დასძინა გებრეიესუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეა 24-მაისიდან 1 ივნისამდე ვირტუალურ ფორმატში იმართება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე