ეს ბელარუსის ხელისუფლების კიდევ ერთი აშკარა მცდელობაა, გააჩუმოს ოპოზიცია - ბორელი პროტასევიჩის დაკავების საქმის გამოძიებას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 14:03 | 24.05.2021
ნანახია: 452

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი მინსკში, Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაჯდომისა და ბელარუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტის, Nexta-ის ყოფილი რედაქტორის რომან პროტასევიჩის დაპატიმრებისთვის საერთაშორისო გამოძიების დაწყებას ითხოვს.

„ბელარუსის ხელისუფლების ეს კიდევ ერთი აშკარა მცდელობაა, გააჩუმოს ოპოზციის ხმა“, - ნათქვამია ბორელის განცხადებაში. ის ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს, ბორელის თქმით, ბელარუსის ხელისუფლებამ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს საფრთხე შეუქმნა.

„აღნიშნული ვითარება განხილული იქნება ევროსაბჭოს მომდევნო სხდომაზე. ევროკავშირი განიხილავს მომხდარის შედეგებს, მათ შორის მიიღებს ზომებს პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გუშინ, 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, მინსკში დაჯდომა აიძულეს.

ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ბორტზე ოპოზიციონერი ჟურნალისტი, Telegram-არხის Nexta-ს დამფუძნებელი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. რომელიც ბელარუსის ხელისუფლებამ დააკავა.

ბელარუსის სახელისუფლებო მედიის ცნობით, თვითმფრინავი მინსკში ბორტზე არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე დასვეს. ჩხრეკის შედეგად, ბორტზე არავითარი ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოუჩენიათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე