კონგოში, ვულკან ნიირაგონგოს ამოფრქვევის გამო მოსახლეობის ევაკუაციის დროს 5 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 19:03 | 23.05.2021
ნანახია: 694

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვულკან ნიირაგონგოს ამოფრქვევის გამო ქალაქ გომიდან მოსახლეობის ევაკუაციის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა.

კონგოში ქალაქ გომიდან 19 კილომეტრში მდებარე ვულკანმა ამოფრქვევა  შაბათს, 22 მაისს საღამოს დაიწყო. ლავამ გომის აეროპორტამდე უკვე მიაღწია. ქალაქის ჩრდილოეთით რამდენიმე სახლი გავარვარებულმა ნაკადმა შთანთქა. ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ადგილი აქვს ძარცვასა და მაროდიორობას, ასევე ციხიდან გაქცევის მცდელობას.

ვულკანი ბოლოს 2002 წლის იანვარში ამოიფრქვა. მაშინ 250-მდე ადამიანი დაიღუპა.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე