იტალიაში საბაგირო კაბინის ჩამოვარდნას 12 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 18:42 | 23.05.2021
ნანახია: 394

იტალიაში საბაგირო კაბინა ჩამოვარდა, მაშველებმა კაბინის ნამსხვრევებიდან 12 გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს.

მაშველების თქმით, გარდაცვლილთა რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. ისინი კიდევ ერთი სავარაუდო გარდაცვლილის ცხედარს ეძებენ.

ინციდენტი ჩრდილოეთ იტალიაში, ტბა მაჯორეს მახლობლად მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საბაგირო კაბინა მთა მოტარონეს სიახლოვეს, ჩავარდა.

ცნობილია, რომ საბაგირო გზა პანდემიის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაჩერებული იყო. მან მუშაობა ერთი თვის წინ განაახლა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე