ვსვამდი ალკოჰოლს, რათა დამეცხრო დედის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი - პრინცი ჰარი
საქართველო, თბილისი - 23:11 | 21.05.2021 ნანახია: 810პრინცი ჰარი ამბობს, რომ ძალიან ბევრ ალკოჰოლს იღებდა 28-32 წლის ასაკში, რათა დაეცხრო ტკივილი, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ სულ თან სდევდა. „ერთ დღეში, ერთი კვირის დოზა ალკოჰოლს ვსვამდი“, - ამბობს ჰარი. მან ასევე აღიარა, რომ მზად იყო მიეღო ნარკოტიკებიც, რათა აღარ განეცადა ის ტკივილი, რომელიც პრინცესა დაიანას გარდაცვალებიდან ათ წელზე მეტი ხნის შემდეგაც სტანჯავდა.
უელსის პრინცესა დაიანა 1997 წლის აგვისტოში, პარიზში, ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
ფსიქოლოგიური პრობლემების, მუდმივი შფოთვისა და პანიკური შეტევების შესახებ ჰარიმ ამერიკელი ტელეწამყვანის ოპრა უინფრის გადაცემაში ისაუბრა.
„ჩემ თავს არ ვეკუთვნოდი. ყოველ ჯერზე, როდესაც პიჯაკს ვიცვამდი და ჰალსტუხს ვიკრავდი, თავს ვაიძულებდი, მეთამაშა. სახლიდან გასვლისთანავე ოფლში ვცურავდი. მუდმივად ვცხოვრობდი რეჟიმში „დაარტყი და გაიქეცი“, - ყვება ჰარი. „პარასკევს ან შაბათს იმდენს ვსვამდი, რამდენსაც ადამიანები ერთ კვირაში სვამენ, არა იმიტომ, რომ ეს მომწონდა, არამედ იმისთვის, რომ ტკივილი შემენიღბა“, - ამბობს ჰარი.
1997 წელს მთელი მსოფლიო უყურებდა 12 წლის ჰარის, რომელიც ძმასთან, მამასთან, ბიძასთან და პაპასთან ერთად დედის კუბოს მიყვებოდა.
„იმ დღიდან, დამამახსოვრდა მხოლოდ ქვაფენილზე მიმავალი ცხენების ჩლიქების ხმა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს ჩემი სხეული დავტოვე და უბრალოდ მოჩვენებასავით გვერდით მივყვებოდი. მხოლოდ ემოციის მეათედს გამოვხატავდი. მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, ჩემთვის ის იყო დედა - სხვები მას არც კი შეხვედრიან“, - ამბობს ჰარი.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა