ანტარქტიდაში შელფურ მყინვარს მსოფლიოში უდიდესი აისბერგი მოწყდა

საქართველო, თბილისი - 14:48 | 21.05.2021
ნანახია: 719

ევროპის კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, ანტარქტიდაში შელფურ მყინვარს  მოწყდა А-76, მსოფლიოში ამ დროისათვის ყველაზე დიდი აისბერგი. იუწყება NBC News.

აისბერგის ფართობი 4 200 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. А-76, შელფურ მყინვარ რონეს, უდელის ზღვაში მოშორდა. სააგენტოში განმარტავენ, რომ მანამდე აისბერგი А-23А-ს ნაწილი იყო, რომელიც ახლა ასევე უედელის ზღვაში დაცურავს.

ამ დრომდე ყველაზე დიდ აისბერგად აღიარებული იყო B-15, რომელიც შელფურ მყინვარ როსის ანტარქიდაში 21 წლის წინ მოწყდა. მისი ფართობი აღემატებოდა 10800 კვადრატულ კილომეტრს.

მეცნიერები განმარტავენ, რომ შელფური მყინვარის დნობა ანტარქტიდაში ბოლო ათწლეულში დაჩქარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე