ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა

საქართველო, თბილისი - 11:08 | 21.05.2021
ნანახია: 611

21 მაისს, ადგილობრივი დროით 02:00 საათზე ისრაელსა და ჰამასს შორის ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა მხარი დაუჭირა ცეცხლის შეწყვეტას. მხარეებმა ეგვიპტის შუამავლობით საზავო შეთანხმებას 20 მაისს, საღამოს მიაღწიეს 

ისრაელისა და ღაზას სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა. ესკალაციის განახლებიდან ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან გაშვებულია 4 ათასამდე რაკეტა. მათი უმეტესობა ისრაელის თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა. 11-დღიანი კონფლიატის შედეგად ღაზაში დაიღუპა 230 ადამიანი, ისრაელში კი ღაზას სექტორიდან ნასროლ რაკეტებს 12 ადამიანი ემსხვერპლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე