ისრაელმა ღაზას წინააღმდეგ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველო, თბილისი - 00:02 | 21.05.2021
ნანახია: 430

ისრაელის მთავრობის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება ღაზაში სარაკეტო იერიშების შეწყვეტის შესახებ. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

თელ-ავივი მზად არის ცეცხლი 21 მაისის ღამეს შეწყვიტოს.

ამასთან, პალესტინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი რიად ალ მალიქი ამბობს, რომ ისრაელის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება კარგი ნაბიჯია, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მისივე თქმით, საკვანძო საკითხად იერუსალიმის სტატუსი რჩება.

მანამდე ისრაელის თავდაცვის მინისტრი ბენი განცი ამბობდა, რომ ისრაელი სამხედრო ოპერაციის გაფართოვებისთვის მზად იყო.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში ღაზიდან გაშვებულ რაკეტებს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 50 კი დაიჭრა. ისრაელის საპასუხო ავიაიერიშების შედეგად ღაზაში 233 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 65 ბავშვი, დაიჭრა 1 900-მდე ადამიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე