BBC-მ 1995 წელს პრინცესა დაინასთან ჩაწერილი ინტერვიუს გამო ბოდიში მოიხადა

საქართველო, თბილისი - 21:30 | 20.05.2021
ნანახია: 741

დამოუკიდებელმა გამოძიებამ დაასკვნა, რომ BBC-ის ჟურნალისტმა მარტინ ბაშირმა პრინცესა დაიანასთან ინტერვიუ, მიიღო ყალბი დოკუმენტების მეშვეობით. ჟურნალისტმა ამის შესახებ ხელმძღვანელობასაც მოაუტყა. პრინცესა ინტერვიუში პრინც ჩარლზის ღალატზე და კამილა პარკერ ბოულსთან მის ურთიერთობაზე საუბრობდა.

დასკვნის მიხედვით, რომელიც დამოუკიდებელმა კომისიამ გამოაქვეყნა, ჟურნალისტმა მარტინ ბაშირმა უღირსი მეთოდები გამოიყენა, იმისათვის, რომ პრინცესას ინტერვიუში პირად თემებზე  ესაუბრა.

კერძოდ, გაირკვა, რომ მარტინ ბაშირმა დაიანას ძმას გრაფ სპენსერს აჩვენა საბანკო ამონაწერი, რათა მისი ნდობა მოეპოვებინა, მისი მეშვეობით კი პრინცესას დაკავშირებოდა. საბანკო ამონაწერის მიხედვით, თითქოს გარკვეულ პირებს პრინცესაზე თვალთვალისთვის ფულს უხდიდნენ. ამგვარად, ჟურნალისტს სურდა დაიანასთვის შეექმნა შთაბეჭდილება, რომ პრინცესას გარემოცვის წევრები ტაბლოიდებს თანხის სანაცვლოდ მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობებს აწვდიდნენ, ამიტომ უმჯობესი იქნებოდა, პრინცესას პირად ცხოვრებაზე თვითონ ესაუბრა.  

ბაშირმა დოკუმენტების გაყალბებისთვის ბოდიში მოიხადა, თუმცა განაცხადა, რომ საბანკო ამონაწერებს პრინცესა დაიანას გადაწყვეტილებასთან - პირად ცხოვრებაზე ესაუბრა, კავშირი არ ჰქონია.

აღნიშნულის გამო ბოდიში მოიხადა BBC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თიმ დეივიმაც.

ეს ინტერვიუ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრმა, ღიად ისაუბრა პირად ცხოვრებასა და სამეფო ოჯახზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე