ფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერ არჩეულ გზას ალტერნატივა არ გააჩნია, - რაულ ხაჯიმბა

საქართველო, თბილისი - 14:13 | 20.09.2015
ნანახია: 2312

საქართველო ვერასდროს აცნობიერებს, რომ საჭიროა მეგობრულად ცხოვრება მეზობლებთან, - ამის შესახებ განცხადება, აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ ცხინვალის მარიონეტული რიჟემის ხელმძღვანელთან, ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრისას გააკეთა.

მისი თქმით, სოხუმი და ცხინვალი მიმართული არიან რუსეთის რეგიონებთან, რაც მათი ეკონომიკისთვის უკიდურესად აუცილებელია.დეფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ უნდა გაიგოს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერ არჩეულ გზას ალტერნატივა არ გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ დღეს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ე.წ. რესპუბლიკის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების გამო საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს კონტროლირებად ნაწილთან ე.წ. საზღვარი სამი დღით ჩაკეტა. ე.წ. საზღვარი 19 სექტემბერს ჩაიკეტა. მიმოსვლა ჩვეულებრივ რეჟიმში 22 სექტემბრიდან აღდგება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე