ისრაელი მზად არის უსაზღვროდ გააფართოვოს სამხედრო ოპერაცია ჰამასის წინააღმდეგ - თავდაცვის მინისტრი

საქართველო, თბილისი - 20:05 | 20.05.2021
ნანახია: 522

ისრაელი მზად არის უსაზღვროდ გააფართოვოს სამხედრო ოპერაცია ჰამასის წინააღმდეგ. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა.

 „ჩვენ სრულიად მზად ვართ უსაზღვროდ გავაფართოვთ ოპერაცია. ჩვენ წარსულში დავტოვეთ ჰამასი და მას უკან დაბრუნების უფლებას არ მივცემთ“, - აღნიშნა განცმა.

თავდაცვის მინსიტრმა აღნიშნა, რომ ისრაელი მოქმედებს სიმტკიცითა და პოლიტიკური პასუხისმგებლობით, კავშირი აქვს მეგობრებთან, რომელთა შორის მთავარ ძალას შეერთებული შტატები წარმოადგენს.

ისრაელისა და ღაზას სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა. ესკალაციის განახლებიდან ისრაელის ტერიტორიაზე ღაზას სექტორიდან უკვე გაშვებულია 4 ათასამდე რატეკა. მათი უმეტესობა ისრაელის თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა. ბოლო ინფორმაციით, ღაზაში დაიღუპა 220 ადამიანი, ისრაელში კი ღაზას სექტორიდან ნასროლ რაკეტებე 12 ადამიანი ემსხვერპლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე