ქაბულში მომხდარ ტერაქტს 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 15:36 | 01.02.2016
ნანახია: 1485

სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა ავღანეთის დედაქალაქში მომხდარი აფეთქების შედეგად. ტელეარხ Ariana News-ის ცნობით, აფეთქება პოლიციის განყოფილების სიახლოვეს ხალხმრავალ ადგილას დღის მეორე ნახევარში მოხდა.

ინციდენტის ადგილზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები იმყოფებიან.

ტერორისტმა-თვითმკვლელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმეედებაში მოიყვანა პოლიციის განყოფილების შენობისა და ზოოპარკის მახლობლად.

ხელისუფლებას მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ქვეყნის ტერიტორიზაე მოქმედ არცერეთ ტერორისტულ დაჯგუფებას ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ აუღია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე