რუსეთთან სტაბილურ და პროგნოზირებად ურთიერთობებს ვეძებთ - ენტონი ბლინკენი

საქართველო, თბილისი - 12:43 | 20.05.2021
ნანახია: 539

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში შეხვდა. შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა.

ბლინკენმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა შეუძლიათ, განსხვავებული შეხედულებებისა და პოზიციების მიუხედავად. მისივე თქმით, თუ ორი ქვეყნის ლიდერი ითანამშრომლებს, მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდება.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი რუსეთთან სტაბილურ და პროგნოზირებად ურთიერთობებს ეძებს. „საიდუმლო არ არის, რომ ჩვენ განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს“, - თქვა ბლინკენმა.  ამასთან დასძინა, რომ რუსეთის მხრიდან აშშ-სა დ მოკავშირეების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების შემთხვევაში შეერთებული შტატები მას სათანადო პასუხს გასცემს.

ლავროვის განცხადებით, მოსკოვი და ვაშინგტონი ფუნდამენტურად განსხვავდებიან საერთაშორისო ვითარების შეფასაებისა და პრობლემების გადაჭრის მიდგომების მხრივ, თუმცა შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა და აღნიშნა, რომ არსებობს სურვილი დაიძლიოს არაჯანსაღი განწყობა ორმხრივ ურთიერთობაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე