იტალიაში ორი ვულკანი - სტრომბოლი და ეტნა ამოიფრქვა

საქართველო, თბილისი - 20:04 | 19.05.2021
ნანახია: 652

იტალიაში ორი ვულკანი - სტრომბოლი და ეტნა ამოიფრქვა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო და ვიდეო, რომლებზეც კარგად ჩანს ამომავალი კვამლი ვულკან სტრომბოლიდან ამავე დასახლების კუნძულზე. ამასთან, სტრომბოლის დასავლეთ ფერდობზე, კრატერიდან დაიწყო ლავის დიდი ნაკადის გადმოღვრა.

სტრომბოლი ბოლო რამდენიმე დღეა გააქტიურდა. ამ დროისათვის კუნძულზე 400-მდე ადამიანი იმყოფება.

სტრომბოლის ბოლო ამოფრქვევა 2020 წლის 3 ივლისს მოხდა. მაშინ კუნძულზე 35 წლის მამაკაცი დაიღუპა, ერთი ტურისტი კი დაშავდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამოფრქვევა ასეთი სიხშირით ვულკანზე დაკვირვების ისტორიაში ჯერ არ ყოფილა.

სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ამოიფრქვა ვულკანი ეტნაც. გასულ ღამეს, ვულკანოლოგებმა  ვულკანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე ლავის ძლიერი შადრევანი დააფიქსირეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე