ისრაელის ავიაიერიშების შედეგად ღაზაში მსხვერპლთა რაოდენობა 219-მდე გაიზარდა, დაღუპულთა შორის 63 ბავშვია

საქართველო, თბილისი - 13:34 | 19.05.2021
ნანახია: 503

ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ღაზაში მსხვერპლთა რაოდენობა 219-მდე გაიზარდა, დაღუპულთა შორის 63  ბავშვია.

 „პალესტინელთა საერთო რაოდენობა რომლებიც ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაიღუპნენ ესკალაციის დაწყებდან 219-მდე გაიზარდა. მათ შორის 63 ბავშვი და 36 ქალია. დაჭრილია 1 530 ადამიანი“, - ნათქვამია პალესტინის ჯანდაცვის უწყების განცხადებაში.

ისრაელისა და ღაზას სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა. ესკალაციის განახლებიდან ისრაელის ტერიტორიაზე ღაზას სექტორიდან უკვე გაშვებულია 3 750 რატეკა. მათი უმეტესობა ისრაელის თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა. ბოლო ინფორმაციით, ისრაელში დაიღუპა 12 ადამიანი, ხოლო დაიჭრა 50.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე