ნენსი პელოსი აშშ-ს 2022 წლის ჩინეთის ოლიმპიადის ბოიკოტისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 23:57 | 18.05.2021
ნანახია: 717

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ნენსი პელოსი შეერთებულ შტატებს პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის დიპლომატიური ბოიკოტისკენ მოუწოდებს. რაც გულისხმობს იმას, რომ სპორტსმენებს თამაშებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ, თუმცა მთავრობის პირები პეკინში არ ჩავლენ.

მისი აზრით, იმ მსოფლიო ლიდერებს, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებს დაესწრებუან მორლაური ავტორიტეტი აღარ ექნებათ ადამიანის უფლებების დაცვაზე ისაუბრონ. პელოსიმ ჩინეთის ხელისუფლებას უიღური მუსლმების გენოციდში ადანაშაულებს, რასაც პეკინი კატეგორიულად უარყოფს.

აპრილში საერთაშორისო რელიგიის თავისუფლებაზე აშშ-ს ფედერალურმა სამთავრობო კომისიამ ბაიდენის ადმინისტრაციას დაჟინებით მოუწოდა, რომ ჩინეთში რელიგიური დევნის, უიღური მუსლიმების რეპრესიის გამო 2022 წლის პეკინის ოლიმპიადაზე ოფიციალური პირები არ გაგზავნოს.

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთა  ჯერ არ განუხილავს ბოიკოტის საკითხი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე