ჩრდილოეთ მაკედონიამ რუსი დოპლომატი გააძევა

საქართველო, თბილისი - 18:51 | 18.05.2021
ნანახია: 442

ჩრდილოეთ მაკედონიამ რუსი დოპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

„2021 წლის 14 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული იყო რუსეთის ელჩი. მას გადაეცა ნოტა მოთხოვნით, რომ აღნიშნულმა დიპლომატმა ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორია შვიდდღიან ვადაში დატოვოს“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ჩრდილოეთ მაკედონია ევროპის მეშვიდე ქვეყანაა, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში რუსი დიპლომატი გააძევა. აპრილში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები გააძევს პოლონეთმა, უკრაინამ, სლოვაკეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, ესტონეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა.

ყველაზე სკანდალური იყო ჩეხეთიდან რუსი დიპლომატების გაძევების ისტორია. ჩეხეთმა რუსეთის სპეცსამსახურები დაადანაშაულა 2014 წელს  ვრბეტიცეს სამხედრო საწყობის აფეთქებაში, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელი გააძევა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე