ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად Chelsea Market-ს ეწვივნენ

საქართველო, თბილისი - 19:00 | 27.09.2015
ნანახია: 3096

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად Chelsea Market-ს ეწვივნენ, სადაც გამოფენა გაყიდვა Discover Georgia გაიხსნა. 

გამოფენა ნიუ-იორკში სამ დღეს გასტანს და იგი ადგილობრივი საზოგადოებისთვის საქართველოს კულტურის, ტრადიციების, ტურისტული შესაძლებლობებისა და თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. 

პრემიერ-მინისტრმა და ვიცე-პრემეირმა გამოფენაზე წარმოდგენილი ქართული ნაწარმი დაათვალიერეს და ღონისძიების მონაწილეებს გაესაუბრნენ. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კუთხე დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას უამრავი დამთვალიერებელი სტუმრობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე