იდენტიფიცირებული პირები დაუყონებლივ უნდა გადაეცენ მართლმსაჯულებას - დეკანოიძე დმანისის დაპირისპირებაზე

საქართველო, თბილისი - 13:03 | 17.05.2021
ნანახია: 481

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ხატია დეკანოიძე დმანისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ამბობს, რომ გუშინ, პირდაპირ ეთერში გასული დმანისის ინციდენტის საჯარო კადრების შემდეგ, შსს-სა და ხელისუფლებას არ გამოუხატავს არც ერთი პოზიცია.

"ეს არის რეალურად ის ძალზედ მძიმე და შემაშფოთებელი ფაქტი, რომელიც პირდაპირ არის ჯგუფური ძალადობის დაგეგმვა, ადამიანებზე ანგარიშსწორება, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება, რაც გულისხმობს იმას, რომ იდეტიფიცირებული პირები დაუყონებლივ უნდა გადაეცენ სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას", – თქვა დეკანოიძე

დმანისში მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებულები არიან საპოლიციო ძალები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე