ნიკოლ ფაშინიანი პუტინს სამხედრო დახმარებას სთხოვს
საქართველო, თბილისი - 22:13 | 14.05.2021 ნანახია: 414სომხეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა.
"გუშინ მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ დღეს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ სომხეთის ტერიტორია. ეს შეთანხმება ნაწილობრივ შესრულებულია, არის ტერიტორიები, რომლებიც აზერბაიჯანელებმა დატოვეს. მაგრამ რადგან შეთანხმება სრულად არ შესრულებულა, დღეს მე მივმართე რუსეთის პრეზიდენტს სამხედრო დახმარების თხოვნით“, - განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებებს აზერბაიჯანულ მხარესთან 102-ე რუსული სამხედრო ბაზის წარმომადგენლები შეუერთდნენ.
შეგახსენებთ, სომხეთის სიუნიქის რეგიონის ქალაქ გორისის ადმინისტრაციამ 12 მაისს განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა რესპუბლიკის საზღვარი დაარღვიეს. დღეს დილით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები კვლავ რჩებიან სიუნიკის რეგიონში.
მოსკოვმა გაიზიარა ერევნის შეშფოთება აზერბაიჯანის მიერ სომხეთის საზღვრების გადმოკვეთასთან დაკავშირებით.
მანამდე ფაშინიანმა დაავალა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, ეროვნული უშიშროების საბჭოს, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, დაიწყონ კონსულტაციების კოლექტიური უსართხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარლგებში. ამ ორგანიზაციის წევრები სომხეთთან ერთად, არიან რუსეთი, ბელარუსი და ყაზახეთი.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაადეკვატური უწოდა სომხეთის განცხადებებს და მოუწოდა, არ გამოიყენონ ვითარება წინასაარჩევნო და შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა