მინდოდა გამერღვია ტკივილისა და ტანჯვის მძლავრი წრე, რომელიც თან სდევდა ჩემს ბავშვობას - პრინცი ჰარი
საქართველო, თბილისი - 19:58 | 14.05.2021 ნანახია: 573პრინცმა ჰარიმ მორიგ საჯარო გამოსვლაში განმარტა, რატომ წაიყვანა ცოლი და შვილი კალიფორნიაში და თქვა, რომ სურდა „გაერღვია ტკივილისა და ტანჯვის მძლავრი წრე“, რომლიც თან სდევდა მის ბავშვობას. სურდა, რომ მის შვილებს იგივე არ გამოეცადათ.
სასექსის ჰერცოგს უკვე ჰყავს ვაჟი არჩი და ახლა ის და მეგანი ქალიშვილის დაბადებას ელოდებიან. ამასთან, თავის ბავშვობაზე საუბრისას თქვა, რომ „არ სურს ვინმეზე თითის გაშვერა“.
„ვფიქრობ, რომ არ ღირს ვინმეზე თითის გაშვერა, მაგრამ როდესაც საუბარია მშობლების როლზე, ამა თუ იმ ფორმით განვიცდიდი ტკივილსა და ტანჯვას, იმიტომ, რომ ასეთ ტკივილსა და ტანჯვას, შესაძლოა განიცდიდა მამაჩემი ან ორივე მშობელი. მე მინდა გავწყვიტო ეს მძლავრი წრე, რათა არ გადავცე ის მემკვიდრეობით, ეს ტანჯვა გენეტიკურ დონეზეა და გადაეცემა მემკვიდრეობით. ამიტომ, ჩვენ, როგორც მშობლები, უნდა ვეცადოთ გავაკეთოთ ყველაფერი და ვთქვათ: იცით, ეს მე შემემთხვა და არ მინდა, რომ ისტორია ჩემ შვილებთანაც განმეორდეს, - თქვა მან ამერიკულ პოდკასტ Armchair Expert-ში საუბრისას.
ჰარის თქმით, ამერიკაში მისი ოჯახის გადასვლა წინასწარ დაგეგმილი არ იყო, უბრალოდ „ხანდახან უნდა მიიღო გადაწყვეტილება და უპირველეს ყოვლისა იფიქრო ოჯახზე და საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“, - თქვა ჰარიმ.
„აქ (კალიფრნიაში) შემიძლია თავაწეულმა ვიცხოვრო, თავს სხვანაირად ვგრძნობ, მხრები გავშალე და ისიც (მეგანი) ასეა. აქ თავისუფლად ვართ. შემიძლია არჩი ველოსიპედის საბარგულში დავსვა, ადრე ამაზე ფიქრსაც ვერ შევძლებდი“, - თქვა ჰარიმ თავის კალიფორნიულ ცხოვრებაზე საუბრისას.
კლარენს-ჰაუსში (ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ვესტმინსტერის რეზიდენცია) უკვე განაცხადეს, რომ პრინცის ამ განცხადებებზე კომენტარს არ გააკეთებენ.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა