ჩინეთში ცათამბრჯენი ააგეს, რომელსაც საჭირო ელექტროენერგიასაც გამოიმუშავებს

საქართველო, თბილისი - 12:41 | 01.02.2016
ნანახია: 2248

ჩინეთში, ახლადაშენებული ცათამბრჯენი საჭირო ელექტროენერგიას თავად „ქმნის“. როგორც უცხოური მედია წერს, ცათამბრჯენზე დამონტაჟებული 270 ქარის სადგური 632 მეტრიანი ცათამბრჯენის ელექტროენერგიით დაკმაყოფილებას სრულად უზრუნველყოფს და ამიტომ ცათამბრჯენი ელეტრომომარაგერბის მხრივ „ავტონომიითაც“ სარგებლობს.

Shanghai Tower-ის მშენებლობა 2008—2015 წლებში მიმდინარეობდა, რისთვისაც ინვესტორებმა 2,4 მლრდ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს. ცათამბრჯენი სრულყოფილად 2020 წლიდან შევა ექსპლუატაციაში, თუმცა ცათამბრჯენმა მწვანე სერთიფიკატი LEED უკვე მიიღო.

128 სართულიანი შენობში ოფისების გარდა, სავაჭრო ცენტრები და სასტუმრო განთავსდება. შენობაში, 561,3 მეტრზე დიდი მოედანია განთავსებული, საიდანაც შანხაის ულამაზესი ხედებით ტკბობა შეიძლება.

Shanghai Tower-ი სიმაღლით მსოფლიოში რიგით მეორეა, 828-მეტრიანი Burj Khalifa-ს შემდეგ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე