ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას წინააღმდეგ მასშტაბური იერიში მიიტანა
საქართველო, თბილისი - 11:01 | 14.05.2021 ნანახია: 858ისრაელის თავდაცვის ძალებმა სახმელეთო დანაყოფების დახმარებით, გასული ღამის განმავლობაში პალესტინის ტერიტორიაზე რადიკალური დაჯგუფებების სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ მასშტაბური იერიში მიიტანა. ისრაელის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონათან კონრიკუსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 160 თვითმფრინავი 40 წუთის განმავლობაში 150 ობიექტს ერთდროულად უტევდა. მისი თქმით, კონფლიქტის დაწყებიდან ეს იყო უმსხვილესი ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობდნენ სახმელეთო დანაყოფები. მისივე თქმით, არცერთი ისრაელელი ჯარისკაცი ღაზას სექტორში არ შესულა. როგორც კონრიკუსმა აღნიშნა, იერიშების სამიზნეს წარმოადგენდა ასობით გვირაბი, რომლებსაც ტერორისტები ტრანსპორტირებისა და თავშესაფრებისთვის იყენებენ.
მისი თქმით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ღაზაში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, ისრაელის არმიის პრესსამსახურის ინგლისურენოვან ინფორმაციაში, უზუსტობა გაიპარა. შეკითხვაზე აპირებს თუ არა ისრაელი სახმელეთო ოპერაციის დაწყებას ღაზას სექტორში, კონრიკუსმა უპასუხა, რომ არმიას აქვს გეგმები, მაგრამ ამაზე ინფორმაციას ჟურნალიტებს ვერ მიაწვდის.
როგორც კონრიკუსმა აღნიშნა, ჰამასმა ისრაელის ტერიტორიაზე 10 მაისის შემდეგ 1 800-ზე მეტი რაკეტა ისროლა, მათგან 430 ღაზის ტერიტორიაზე ჩავარდა. რაკეტების 90 პროცენტი რკინის გუმბათმა გაანეიტრალა. ისრაელის მხარეს, გარდაცვლილია 9 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი და ერთი სამხედრო.
ღაზაში ისრაელის საპასუხო ავიაიერიშებს, ბოლო მონაცემებით, 118 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 28 ბავშვია. ისრაელის განცხადებით, თავდაცვის ძალების სამიზნეს ტერორისტების ობიექტები წარმოადგენს.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა