თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტმა ღაზას სექტორიდან სარაკეტო თავდასხმების გამო ავიამიმოსვლა შეაჩერა

საქართველო, თბილისი - 23:31 | 11.05.2021
ნანახია: 508

თელ-ავივის ბენ-გურიონოს საერთაშორისო აეროპორტმა დროებით შეაჩერა მუშაობა ღაზას სექტორიდან მასირებული სარაკეტო დაბომბვის გამო. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ავია-რეისები, რომლებიც თელ-ავივის  მიმართულებით უნდა შესრულებულიყო, კვიპროსშია გადაგზავნილი.

ამ დრომდე თელ-ავივსა და ისრაელის ცენტრალურ ნაწილში განგაშის სირენების ხმა არ წყდება. ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით მასირებული დაბომბვა ორშაბათს, 10 მაისს დაიწყო. ისრაელეის ქალაქ აშქელონში სარაკეტო დარტმას დღეს ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მსხვერპლი მოყვა ისრაელის საპასუხო იერიშებს ღაზას სექტორშიც, სადაც 23 ადმიანი დაიღუპა, მათი უმეტესობა ტერორისტული დაჯგუფების წევრია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე