პუტინთან დაახლოებული უკრაინელი დეპუტატები სახელმწიფო ღალატში არიან ეჭვმიტანილები

საქართველო, თბილისი - 21:15 | 11.05.2021
ნანახია: 606

უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, უმაღლესი რადის ორი დეპუტატი პარტია „სიცოცხლისათვის“ წევრები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ვიქტორ მედვედჩუკი და მისი თანამოაზრე ტარას კოზაკი სახელმწიფო ღალატში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ ვენედიქტოვა Facebook-ზე წერს.

დეპუტატები ასევე ეჭვმიტანილები არიან ყირიმში ეროვნული რესურსების მიტაცებაში.

ვენედიქტოვას განცხადებით, დღეს გაჩხრიკეს მედვედჩუკის სახლი, თუმცა მისი ადგილსამყოფელი ამ დროისათვის დადგენილი არ არის

 „1.მიაკუთვნო ყირიმი სხვა ქვეყანას - დაუშვებელია. 2.მონაწილეობა მიიღო უკრაინის წიაღისეულთანდაკავშირებული მნიშვნელოვანი დოკუმენტების გადაცემაში, რომლის მონეტარული ღირებულებაც 38 მილიონი გრივნაა - დაუშვებელია. 3.გახდე იმ ქონების სამართალმემკვიდრე, რომელზეც უფლება უკრაინის მოქალაქეებს აქვთ - შეუძლებელია. 4.სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება - დაუშვებელია. 5.შექმნა საინფორმაციო ჯამბაზებისა და მარიონეტების არმია და გამოიყენო ისინი ანტიუკრაინული ინტერესებისთვის - დაუშვებელია". - აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურორი.

პოლიტიკოსი, პარტია “სიცოცხლისთვის“ თანათავმჯდომარე, ბიზნესმენი, მედია მაგნატი ვიქტორ მედვედჩუკი  რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირია. პუტინი მედვედჩუკის შვილის ნათლიაა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე