ისრაელი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს დაგმოს ღაზის სექტორიდან სარაკეტო თავდასხმები მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ

საქართველო, თბილისი - 14:29 | 11.05.2021
ნანახია: 450

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს დაგმოს ღაზის სექტორიდან სარაკეტო თავდასხმები ქვეყნის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ და მხარი დაუჭიროს ისრაელის თავდაცვის უფლებას.

„მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მტკიცედ დაგმოს სარაკეტო თავდასხმები და პალესტინის ტერორიზმი, რომელიც მიმართულია ისრაელის მოქალაქეების წინააღმდე, ასევე მხარი დაუჭიროს ისრაელის თავდაცვის უფლებას“, - ნათქვამია უწყების გაცხადებაში.

 10 მაისის შემდეგ ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან გაშვებულია 200-ზე მეტი რაკეტა. ისრაელის არმიამ საპასუხოდ გაანადგურა 130-ზე მეტი სამიზნე ანკლავის ტერიტორიაზე და ტერორისტული დაჯგუფების 15 წევრი. სარაკეტო იერიში დღეს დილიდან გაგრძელდა. განგაშის სიგნალების ხმა ისმოდა ღაზას სექტორის მიმდებარე დასახლებულ პუნქტებსა და ქალაქ აშკელონში.

 „ჰამასი და ღაზას სექტორის  სხვა ტერორისტული ორგანიზაციები ახორციელებენ ინტენსიურ სარაკეტო ცეცხლს ისრაელის ტერიტორიაზე სამოქალაქო ობიექტებისა და დასახლებული პუნტქების განადგურების მიზნით“, - აღნიშნულია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ ისრაელის სახელმწიფო ყველანაირ ზომებს მიმართავს თავისი მოქალაქეების დასაცავად.

დაძაბულობა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას მოჰყვა. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარას რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე