ღაზის სექტორში ისრაელის საპასუხო სარაკეტო დარტყმების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 14:13 | 11.05.2021
ნანახია: 623

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ისრაელის ავიადარტყებს ღაზის სექტორის წინააღმდეგ 22 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის ცხრა ბავშვი და ერთი ქალია.

ისრაელის განცხადებით, გარდაცვლილთა შორის 15 ტერორისტული დაჯგუფების წევრი იყო. 

ღაზის სექტორიდან ნასროლ რაკეტებს ისრაელში მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან მათი უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემა რკინის გუმბათმა გაანადგურა, მაგრამ არიან დაშავებულები.

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ბრძოლა რამდენიმე დღეს გაგრძელდება და ისინი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავენ.

დაძაბულობა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას მოჰყვა. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარას რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც პროტესტი მოჰყვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე