ნიკა მელიამ რუსთავის ციხე დატოვა

საქართველო, თბილისი - 18:14 | 10.05.2021
ნანახია: 397

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ციხე დატოვა - რამდენიმე წუთში ის, სავარაუდოდ, ჟურნალისტებთან კომენტარს გააკეთებს.

რუსთავის ციხესთან მელიას თანაპარტიელები და მხარდამჭერები დახვდნენ.

საქალაქო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე აღკვეთის ღონისძიების ფორმა, პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი დღეს შეცვალა. შედეგად ნიკა მელია დღესვე, 10 მაისს გათავისუფლდა რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან.

8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე