ევროკავშირმა სააკაშვილს, მელიას მეშვეობით, რუსული დესტაბილიზაციის სცენარის განხორციელების შესაძლებლობა არ მისცა - ოხანაშვილი

საქართველო, თბილისი - 18:00 | 10.05.2021
ნანახია: 661

ევროკავშირმა სააკაშვილს რუსული დესტაბილიზაციის სცენარის განხორციელების შესაძლებლობა არ მისცა, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილი. მისი განმარტებით, რაც არ უნდა სპეკულაციას ცდილობდნენ ეს ჯგუფები, საქმე გვაქვს შემდეგნაირად: ევროკავშირმა სააკაშვილს არ მისცა რუსული დესტაბილიზაციის სცენარის განხორციელების შესაძლებლობა.

"ვინაიდან გირაო გადაიხადა და ინსტრუმენი, რომ მელიას საშუალებით სურდა სააკაშვილს ეს რუსული სცენარი განეხორციელებინა, აღკვეთა. ეს არის მარტივი საკითხი. საერთოდ, ევროკავშირისთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც ნიკანორ მელია. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. შესაბამისად, ვინაიდან ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, არ მისცა „ნაციონალურ მოძრაობას“ იმის შესაძლებლობა, რომ სააკაშვილს, მელიას მეშვეობით დესტაბილიზაციის რუსული სცენარის განხორციელება შეძლებოდა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე