ქაბულში, სკოლასთან მომხდარი აფეთქებების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 15:14 | 10.05.2021
ნანახია: 567

ქაბულში, სკოლასთან მომხდარი აფეთქებების შედეგად მსხევრპლთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა, დაშავებულია 150-ზე მეტი ადამიანი. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 63 დაღუპულის შესახებ.

მედიის ცნობით, 8 მაისს ქალთა სკოლასთან ჯერ დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რასაც სარაკეტო შეტევა მოჰყვა. აფეთქებები იმ დროს მოხდა, როდესაც შენობას მოსწავლეები ტოვებდნენ. გარდაცვლილთა უმეტესობა სკოლის მოსწავლე გოგონები არიან.

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი თავდასხმაში თალიბებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ისინი ზრდიან ძალადობის მასშტაბებს და კიდევ ერთხელ ახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ არ არიან დაინტერსებულნი არსებული კრიზისის დარეგულირებაში. რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ აფეთქებებთან კავშირს უარყოფს. 11 მაისი ქვეყნაში გლოვის დღედ გამოცხადდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე