iPhone 7-ის დამუხტვა დისტანციურად იქნება შესაძლებელი

საქართველო, თბილისი - 10:50 | 01.02.2016
ნანახია: 1473

iPhone 7-ის დამუხტვა დისტანციურად იქნება შესაძლებელი. როგორც Bloomberg-ი Apple-ს აზიურ პარტნიორებზე დაყრდნობით წერს, Apple ახალ ტექნოლოგიებზე მუშაობს და iPhone 7-ს დამუხტვა უსადენო ტექნოლოგიით იქნება შესაძლებელი. წინასწარ უკვე ცნობილია ისიც, რომ უსადენოდ ტელეფონის დატენვა 1 მეტრის რადიუსში იქნება შესაძლებელი.

დღეისათვის ანალოგიური ტექნოლოგიით Qi უკვე სარგებლობს, თუმცა მის შემთხვევაში უსადენოდ დამუხტვა მხოლოდ 4 სმ-ს რადიუსშია შესაძლებელი. აღნიშნული სტანდარტი Wireless Power Consortium-ის მიერ 2008 წელს იქნა ჩამოყალიბებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე